მინისტრთა კაბინეტს პარლამენტი 24 დეკემბერს დაამტკიცებს
მინისტრთა კაბინეტს პარლამენტი 24 დეკემბერს დაამტკიცებს, მანამდე კი მინისტრობის კანდიდატებს საპარლამენტო კომიტეტების ფარგლებში უსმენენ. დეპუტატებმა უკვე მოუსმინეს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრობის კანდიდატებს. კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოვიდა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატიც.
