ონლაინ რეჟიმში ელჩების კონფერენცია გრძელდება
მხარეები კვლავ ვირტუალურად შეიკრიბებიან და საგარეო პოლიტიკის საკითხებს შეაჯამებენ. 75 მისიის ხელმძღვანელებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა უკვე მიმართეს. ოკუპაცია და ევროინტეგრაცია - საგარეო პრიორიტეტები , დიპლომატების როლი პოსტკოვიდურ გარემოში - ელჩების კონფერენციაზე განხილვის მთავარი თემები იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს პანდემიის გავრცელების შედეგად შექმნილ პრობლემებს .
