სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მხოლოდ ის პარტია მიიღებს , რომელიც მისთვის განკუთვნილი პარლამენტის წევრის მანდატს ან მათ ნახევარს მაინც აითვისებს
შესაბამისი ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შედის, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და კვირის ბოლოს დაამტკიცებს. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას. ანალოგიური პრინციპი მოქმედებს იმ პარტიების მიმართ, რომლებიც ბლოკში იყვნენ გაერთიანებულნი.
