ევროკავშირში ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ვაქცინაცია იწყება
რამდენიმე საათის წინ ევროპულმა სააგენტომ ფაიზერი / ბიონტეკის ვაქცინის გამოყენებაზე თანხმობა გასცა. ერთი ნაბიჯი პანდემიის დასრულების გზაზე - ასეთია ორგანიზაციის შეფასება. ევროკავშირს ვაქცინის 300-ი მილიონი დოზა აქვს შესყიდული. ვაქცინის დისტრიბუცია ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ბელგიის ქალაქ პურსიდან რამდენიმე საათში დაიწყება. ვაქცინაცია ყველა ქვეყანაში ნებაყოფლობითი და უფასოა.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
