ბრიტანეთში შობა გაუქმდა - ამ სათაურის სტატიები და სიუჟეტები დასავლურ მედიაში ვრცელდება
გაერთიანებულ სამეფოს, კორონავირუსის ახალი, სწრაფად და მარტივად გადამდები შტამის გავრცელების გამო მსოფლიოს ქვეყნები საზღვრებს უკეტავენ. მწვავე ეპიდვითარების ფონზე გამკაცრებული ლოქდაუნის პირობებში ბრიტანელების ნაწილს საშობაოდ სახლიდან გასვლა და სტუმრის მიღებაც აეკრძალათ. საშობაო ღონისძიებები გაუქმდა ევროპის სხვა ქვეყნებშიც.
