სამართალდამცველებმა კოვიდ19-ის რეგულაციების დარღვევის 950 ფაქტი გამოავლინეს
პოლიციამ 73 ფიზიკური პირი დააჯარიმა.მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 877 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
