საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით სარჩელი დააკმაყოფილა
. გადაწყვეტილების მიხედვით, ყველა საქმეზე დაზარალებულ მხარეს უფლება აქვს საგამოძიებო უწყებიდან საქმის მასალები გამოიტხოვოს . ოჯახის ადვოკატმა პროკურატურას შესაბამისი მოთხოვნით უკვე მიმართა, შესაბამისად დაზარალებულებსა და ადვოკატს საშუალება ექნებათ 21 ტომიან საქმის მასალებს დეტალურად გაეცნონ. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, რომელიც 18 დეკემბერს გახდა ცნობილი, საქმის მასალებს დაზარალებული მხარე ზედამხედველი პროკურორის თანდასწრებით ეცნობოდა.
