80 წლის ასაკში, ცნობილი ქართველი მსახიობი და რეჟისორი, გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა
. გოგი ქავთარაძე იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი, ასევე თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი. გოგი ქავთარაძე გადაღებულია 25 ფილმში, არის ერთი ფილმის რეჟისორი. იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. ასევე იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდერის კავალერი.
