საქართველოში კორონავირუსი 824 ადამიანს დაუდასტურდა, 4 227 კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 824 ადამიანს დაუდასტურდა, 4 227 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 209 462 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 184 668-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 140 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 489 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 654 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში 1 913 ადამიანი იმყოფება. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
