ლეგენდარული „ბითლზის“ წევრმა პოლ მაკარტნიმ ახალი ალბომი სახელად „მაკარტნი მესამე“ გამოუშვა
ლეგენდარული „ბითლზის“ წევრმა პოლ მაკარტნიმ ახალი ალბომი სახელად „მაკარტნი მესამე“ გამოუშვა. მასში შესულია სიმღერა, სახელწოდებით „ფაინდ მაი ვეი“, რომლის ავტორიც, პროდუსერი და შემსრულებელიც თავად პოლ მაკარტნია. ახალი ალბომის ყველა სიმღერა მუსიკოსმა სასექსში, კარანტინში ყოფნისას დაწერა. სიმღერების ნაწილი გიტარაზე, ნაწილი კი ფორტეპიანოზეა შესრულებული. 78 წლის ბრიტანელი მომღერალი იმედოვნებს, რომ შეზღუდვები მალე დასრულდება და სცენასაც დაუბრუნდება. მანამდე კი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას გეგმავს.
