ნიგერიაში გატაცებული სკოლის მოსწავლე ბიჭები შინ დაბრუნდნენ
ნიგერიაში გატაცებული სკოლის მოსწავლე ბიჭები შინ დაბრუნდნენ. 344 ბავშვი კატსინის შტატში ავტობუსით ჩაიყვანეს. მათი გათავისუფლება ნიგერიის უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებათ. ბავშვები ნიგერიის ქალაქ კანკარას სკოლიდან 11 დეკემბერს, ისლამისტურმა დაჯგუფება „ბოკო ჰარამმა“ გაიტაცა. ჯერ უცნობია, გათავისუფლებულია თუ არა დაჯგუფების მიერ გატაცებული ყველა მოსწავლე
