გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს ბრექსიტის შემდგომი სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად რამდენიმე საათი რჩებათ
გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს ბრექსიტის შემდგომი სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად რამდენიმე საათი რჩებათ. ამის შესახებ განცხადება მოლაპარაკებებში ბრიუსელის მთავარმა წარმომადგენელმა მიშელ ბარნიემ გააკეთა. მან განმარტა, რომ შეთანხმების მიღწევას თევზჭერის უფლებებზე არსებული უთანხმოება აფერხებს. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის განცხადებით, სიტუაცია რთულია, თუმცა შეთანხმების მისაღწევად კარი ჯერ ისევ ღიაა. იმ შემთხვევაში, თუ ლონდონი და ბრიუსელი სავაჭრო შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, იანვრიდან ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობაზე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რეგულაციები გავრცელდება.
