კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოში
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 75 მილიონ ნახევარს აღწევს. კოვიდ 19-ით გარდაცვლილია მილიონ 670 ათასზე მეტი ადამიანი, განკურნებულთა რიცხვი კი 53 მილიონს უახლოვდება. პანდემიის ეპიცენტრი ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ერთ დღეში ინფიცირებულთა რიცხვმა 231 ათასით მოიმატა. დონალდ ტრამპის განცხადებით, საგანგებო მოხმარებისთვის ავტორიზაცია უკვე მიენიჭა კომპანია მოდერნას ვაქცინასაც, რომლის დისტრიბუციაც შტატებში მალევე დაიწყება. თუმცა მარეგულირებელს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. ამ დროისთვის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შტატებსა და ბრიტანეთში, ასევე კანადაში ტარდება. ეპიდვითარება მწვავეა რუსეთშიც, სადაც კოვიდ 19-ის შემთხვევების რიცხვი დღეში 28 ათასით იმატებს, ხოლო იმუნიზაცია ადგილობრივი ვაქცინით მიმდინარეობს.
