გიორგი რურუას ცემის ფაქტი
გიორგი რურუას ცემის საქმეზე დაკავებულ ლევან გელაშვილსა და შალვა მარგველაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს გამოყენების თაობაზე. შალვა მარგველაშვილი იუსტიციის სამინისტროს მერვე პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორია, ხოლო ლევან გელაშვილი სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი. ისინი სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით არიან დაკავებულები.
