თბილისის მერია სამგორში შვიდი უკანონო ნაგებობის მფლობელებს, დემონტაჟისთვის ოთხ დღეს აძლევს
თბილისის მერია სამგორში შვიდი უკანონო ნაგებობის მფლობელებს, დემონტაჟისთვის ოთხ დღეს აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუნიციპალური ორგანო ამას თავად უზრუნველყოფს. გაფრთხილებით კერძო მესაკუთრეებს მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა მიმართა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარია შენობებზე, სადაც არავინ ცხოვრობს.
