"კოვიდ 19-თან ბრძოლის ქართული მოდელი მსოფლიოსთვის სამაგალითოა..."- ჰანს კლუგე
2635 ახალი კოვიდინფიცირებული. ასეთია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა ქვეყანაში. უახლესი მონაცემებით, ვირუსისგან 2244 მოქალაქე გამოჯანმრთელდა. სამწუხაროდ, გვაქვს ვირუსით გამოწვეული გართულებებით გარდაცვალების 49 შემთხვევაც. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 16870 კვლევა ჩატარდა. აქედან 8 ათასზე მეტი ანტიგენის სწრაფი ტესტით და 9 ათასამდე პი-სი-არ ტესტით. აღნიშნული მონაცემები გვიჩვენებს, რომ დაწსებულმა წერტილოვანმა შეზღუდვებმა ინფექციის გავრცელების სტაბილიზაცია გამოიწვია, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველი არ უნდა გახდეს. ამ ფონზე კოვიდ 19-თან ბრძოლის ქართული მოდელი მსოფლიოსთვის სამაგალითოა. ეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის სიტყვებია. ჰანს კლუგე საქართველოშია. ხუთ დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ის ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს შეხვდება. ჰანს კლუგე უკვე მიიღო ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
