ვახტანგ გომელაურმა შსს-ს 2020 წლის ანგარიში წარადგინა
მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს - დღეს 2020 წელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა შეაჯამა. ვახტანგ გომელაურმა ძალოვანი უწყების სხვადასხვა დეპარტამენტის მიერ, მთელი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ ისაუბრა. როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, გასულ წელთან შედარებით, ზოგადად, დანაშაული 10 პროცენტით შემცირდა. თუმცა 24 პროცენტით მომატებულია კიბერდანაშაულის შემთხვევები. ამ სახის კანონდარღვევა თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევაა და გამონაკლისი არც საქართველოა. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტად რჩება ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ სახეობის დანაშაულთან ბრძოლის მხრივ ქვეყანა საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.
სიუჟეტის ავტორი: სანდრო გამსახურდია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
