2021 წელს ქალაქი ქუთაისი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების რიგით მეათე საკონსულტაციო ფორუმს უმასპინძლებს
2021 წელს ქალაქი ქუთაისი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების რიგით მეათე საკონსულტაციო ფორუმს უმასპინძლებს. შეთანხმებას ხელი საქართველოსა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა მოაწერეს. ფორუმზე ერთმანეთს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ქსელების ოპერატორები, კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ხვდებიან. ეს კულტურული მარშრუტების ღონისძიებების პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა.
