გიორგი რურუას ცემის საქმეზე დაკავებულ ლევან გელაშვილსა და შალვა მარგველაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა
გიორგი რურუას ცემის საქმეზე დაკავებულ ლევან გელაშვილსა და შალვა მარგველაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს გამოყენების თაობაზე. შალვა მარგველაშვილი იუსტიციის სამინისტროს მერვე პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორია, ხოლო ლევან გელაშვილი სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი. ისინი სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით არიან დაკავებულები.გამოძიების თანახმად, მათ სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულეს არაჯეროვნად, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გიორგი რურუას ჯგუფურად ცემა, რამაც ამ უკანასკნელის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
