ადამიანის თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოში მე-40 ადგილს იკავებს
162 ქვეყანას შორის, ეს საუკეთესოთა ჯგუფია. ადამიანის თავისუფლების ინდექსი, თითოეულ ქვეყანაში თავისუფლებას 0-დან ათ ქულამდე აფასებს. ინდექსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა კანონის უზენაესობა, უსაფრთხოება, საკანონმდებლო სისტემა, ადამიანების უფლებების დაცვა და სხვა. შედეგების მიხედვით, განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებშია. საქართველოს ათიდან შვიდი მთელი 87 მეასედი ქულა აქვს, რაც რეგიონის ქვეყნებთან შედარებით საუკეთესო მაჩვენებელია. საქართველო ლიდერია კავკასიასა და ცენტალურ აზიაში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მხოლოდ ბალტიისპირეთი უსწრებს. ინდექსი ადამიანის თავისუფლების დონის მიხედვით ქვეყნებს 4 ზონაში აჯგუფებს. აღსანიშნავია, რომ საქართველო წელს მეორედ მოხვდა საუკეთესო, პირველ ზონაში, აქამდე საქართველო პირველი კატეგორიის ქვეყნებს შორის მხოლოდ შარშან დასახელდა.
