თუ ახალი არჩევნები არ იქნება ოპოზიცია აქციებს აანონსებს
თუ არ იქნება ხელახალი არჩევნები, ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა - განცხადება ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა. ისიც სხვა ოპოზიციონერი ლიდერების მსგავსად ცოტა ხნის წინ ლეიბორისტული პარტიის ოფისში იმყოფებოდა. ქართული ოცნების ოპონენტებმა სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვეს რომ თუ მთავარი მოთხოვნა არ დამკაყოფილდება და ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება, სავარაუდოდ აქციების გზას აირჩევენ. საპროტესტო გამოსვლებზე საუბრისას მშვიდობიანი რევოლუციაც კი დაანონსა ნიკა მელიამ.
