მსოფლიოში გაზიანი სასმელების უმსხვილესი კომპანია სამუშაო ადგილებს ამცირებს
მსოფლიოში გაზიანი სასმელების უმსხვილესი კომპანია სამუშაო ადგილებს ამცირებს. კოკა-კოლა გლობალურად 2 200 თანამშრომელს გაათავისუფლებს, მათგან ათას 200 ამერიკის შეერთებულ შტატებშია დასაქმებული. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბიზნესის რესტრუქტურიზაცია იგეგმება და ეს პროცესი კოვიდ 19-ტის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა დააჩქარა.
