ჯანმოს რეგიონული დირექტორი საქართველოში
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი თბილისშია. ჰანს კლუგეს ეკატერინე ტიკარაძემ უმასპინძლა, გააცნო ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებისა და სისტემის მუშაობის შესახებ, დაათვალიერებინა ონლაინ კლინიკა, სადაც მოქალაქეებს ოჯახის ექიმები კონსულტაციას უწევენ. შეხვედრების შემდეგ მედიისთვის გაკეთდა განცხადებები. ჰანს კლუგემ უწყების გაწეული საქმიანობა წარმატებულად შეაფასა.. ჯანმოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ქვეყნებში, სადაც პირველად ჯანდაცვაზეა ფოკუსირება, გაცილებით წარმატებულად ართმევენ თავს კოვიდთან ბრძოლას, საქართველოში კი პირველადი ჯანდაცვის განვითარებისა და ხელშეწყობის გეგმა არსებობს, რის გამოც მოხარულია.
