ვახტანგ გომელაური: 2020 წელს დანაშაული 10%-ით შემცირდა
გასულ წელთან შედარებით, დანაშაული 10 პროცენტით შემცირდა, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა. ვახტანგ გომელაურმა გასული წლის საქმიანობა შეაჯამა და ოპონენტების განცხადებები, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა, პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასა. პირველმა პოლიციელმა ისაუბრა პანდემიის პირობებში მუშაობაზე, ყურადღება გაამახვილა იმ მიმართულებებზე, რომლებზეც კოვიდ 19 განსაკუთრებულად აისახა.
სიუჟეტის ავტორი: სანდრო გამსახურდია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
