"ქართული ოცნება" საბოტაჟის წინააღმდეგ
საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ მიმართულ საკანონმდებლო პაკეტს მმართველ გუნდში ლოგიკურს უწოდებენ. სახელისუფლებო პარტია გადაწყვეტილებას ოპონენტების მხრიდან საბოტაჟით ხსნის. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ აღნიშნული კანონ პროექტის მიზანი საბიუჯეტო თანხის სწორად მართვაა. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, ბოიკოტი გადამხდელთა სურვილს არ ასახავს. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილების თანახმად, ბარიერ გადალახულ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც პარლამენტში არ შევა, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება, ან დროებით შეუჩერდება. ხელფასს ვერ მიიღებენ პარლამენტის ის წევრებიც, რომლებიც თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.