ეუთოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე მოუწოდებს რუსეთს, აიღოს საქართველოში ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება
ეუთოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე მოუწოდებს რუსეთს, აიღოს საქართველოში ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება. მხარი დაუჭიროს უსაფრთხოების საერთაშორისო ზომების გაძლიერებას და გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებელ ქვეყნებად“ აღიარება. კორტნი ოსტრიანი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდს გამოეხმაურა. მან ამერიკის სახელით იმედგაცრუება გამოთქვა იმის გამო, რომ პანდემიის მიუხედავად, ორივე ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ ღობეები და სხვა ბარიერები ინტენსიურად შენდებოდა და დე ფაქტო ხელისუფლებათა წარმომადგენლები მოქალაქეებს აკავებდნენ.