დღეს მართლმადიდებელი მრევლი ბარბარობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი მრევლი ბარბარობას აღნიშნავს. ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინა. ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში საზეიმო პარაკლისი გადაიხადა და ბავშვები დალოცა. მან მოუწოდა ახალგაზრდებს დაწერონ ლოცვები, თხოვნები, წერილები და გაგზავნონ საპატრიარქოში, რადგან შემდეგ ეს ყველაფერი წიგნად გამოიცეს.
