კოვიდ 19 ევროპაში და გამკაცრებული რეგულაციები
კოვიდ 19 -ით ინფიცირების გაზრდილი ყოველდღიური შემთხვევები, სიკვდილიანობის ანტირეკორდები, კომენდანტის საათი, დაცარიელებული ქუჩები, დაკეტილი მაღაზიები და გადადებული გეგმები - ასე ხვდება ევროპა შობა-ახალ წელს. ბევრ სახელმწიფოში ლოკდაუნი ისევ გამოცხადდა. დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად, მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ თუ წესებს არ დაიცავენ, შედეგი მათთვისაც და სახელმწიფოსთვისაც მძიმე იქნება.
