ეპიდვითარება საქართველოში
პანდემიიდან გამომდინარე პრემიერი საზოგადოებას დღესასწაულის მოკრძალებულად აღნიშვნისკენ მოუწოდებს, ოჯახური გარემო საჯარო და ხალხმრავალი ღონისძიებების ნაცვლად. ასე შეიძლება შევინარჩუნოთ ის ეპიდვითარება, რამაც ფრთხილი ოპტიმიზმი გააჩინა. სწორედ ამაზე უნდა იფიქრონ სავაჭრო ობიექტების მფლობელებმაც, გახსნის შემთხვევაში როგორ დაიცავენ წესრიგსა და წესებს. მთავრობის ეკონომიკური გუნდი ბიზნესთან შეხვედრას გეგმავს.
