თბილისის მთავარი ნაძვის ხე აინთო
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საახალწლო ღონისძიებები წელს განსხვავებულ ფორმატში გაიმართება. საახალწლო სოფელი არ გაიხსნება და ეს თანხა დედაქალაქში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს მოხმარდება. კონცერტები 31 დეკემბერს, 6 და 14 იანვარს გაიმართება და პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
