უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა
''ქართული ოცნების'' საკანონმდებლო ინიციატივა კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის ოპოზიციის ნაწილის შეფასებით. რამდენიმე პარტიაში არ გამორიცხავენ, ცვლილება, კანონად ქცევის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ. განსხვავებულია ხელისუფლების ოპონენტების მეორე ნაწილის შეფასება. მაგალითად ''გირჩსა'' და ''მოქალაქეებში'' მიაჩნიათ, რომ წინადადება სამართლიანია, რადგან თუ პარლამენტში არ შედიხარ, მოქალაქეების ფულზეც უარი უნდა თქვა.
