თამარ ბაჩალიაშვილის საქმე დახურულია
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა, ოფიციალური ვერსიით, გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ თბილისის პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა. უწყებაში ისაუბრეს იმ გარემოებებზე, რომელიც, მათივე თქმით სუიციდს ადასტურებს - მათ შორის არის პირადი კომპიუტერიდან ამოღებული მასალა და კადრები, რომელიც ასახავს თუ როგორ ყიდულობს აფთიაქებში თამარ ბაჩალიაშვილი მედიკამენტებს. პროკურატურა ახალგაზრდა გოგონას თვითმკვლელობას, მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობით ხსნის.
