საბერძნეთის პოლიციამ საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავა, დაკავებულთაგან ხუთი მამაკაცი ერთი კი ქალია
საბერძნეთის პოლიციამ საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავა, რომლებიც ატიკის სხვადასხვა რაიონში სახლებს ძარცვავდნენ. დაკავებულთაგან ხუთი მამაკაცია , ერთი კი ქალი. ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ცნობით ქალი, დაკავებული სამი ძმის დედაა. საბერძნეთის პოლიციის მონაცემებით, დანაშაულებრივმა ჯგუფმა, სულ ცოტა, 24 ბინა გაძარცვა .
