პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი დარეგისტრირდა
პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი დარეგისტრირდა. პარლამენტის ადამიანი უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა განთავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და შესაბამისი სასჯელისგან, რომლებმაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონ პროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები. ამნისტიის აქტი, ძირითადად, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე გავრცელდება.
