არჩილ ტატუნაშვილის წამებაში ბრალდებულებს უვადო პატიმრობა მიესაჯათ
არჩილ ტატუნაშვილის წამებაში ბრალდებულებს უვადო პატიმრობა მიესაჯათ. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ეგრეთ წოდებული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები, დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისა და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში დამნაშავეებად ცნეს. გადაწყვეტილება მცხეთის რაონულმა სასამართლომ მიიღო. ოკუპირებული ცხინვალის ეგრეთ წოდებულმა სამართალდამცველებმა ტატუნაშვილი ცხინვალის ეგრეთ წოდებული პროკურატურის შენობაში აწამეს, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. გურწიევს და ტაბოევს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ. ორივე ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნება.
