სააკაშვილის არშემდგარი რევოლუციური სცენარი
ისფედის პარალელური დათვლის შედეგს, უკრაინაში სააკაშვილის რევოლუციური სცენარის ნაწილად განიხილავენ. გამომძიებელი ჟურნალისტები ამ დასკვნამდე მივიდნენ ამავე ორგანიზაციის 2003 წლის მონაცემების გაანალიზებისას. ჟურნალისტები იხსენებენ, რომ ანალოგიური ხარვეზები 17 წლის წინ, ორგანიზაციის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გამოიყენა. აქციებს ჩაუდგა სათავეში, რაც საბოლოოდ რევოლუციით დასრულდა. პოლიტიკოსები, რომლებმაც ეს სცენარი წლების წინ წარმატებით გამოიყენეს, ამ არჩევნებზეც ასევე ისფედის მონაცემებს, არჩევნების გაყალბების არგუმენტად ასახელებდნენ. ჟურნალისტების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილთან ხუთჯერ იმყოფებოდა უკრაინაში გია ნაცვლიშვილი , რომელიც სააკაშვილის კადრია და ნაც მოძრაობის მმართველობის პერიოდში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. ნაცვლიშვილი იყო ორგანიზატორი თურქეთში შეხვედრების, რომელსაც ესწრებოდნენ სამართლიანი არჩევნების კურატორო ირაკლი ნასყიდაშვილი და ნაციონალური მოძრაობის ლიდერები. უკრაინელი ჟურნალისტების მტკიცებით, სწორედ იქ იგეგმებოდა დესტრუქციული სცენარი და ყალბი მონაცემების გასაჯაროება.
