ევროპის სამეზობლო პროგრამა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზალკალიანმა და ევრო კავშრის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ხელი მოაწერეს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის მეოთხე ფაზის დაწყებას, რომლის ჯამური ბიუჯეტი 55 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის მეოთხე ფაზის მიზანია, ქვეყანაში გააძლიეროს სურსათის ხარისხი და სტანდარტები. ხელი შეუწყოს მომხმარებელთა უფლებების დაცვას და ევრო კავშირში ექსპორტის ზრდას, ასევე სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
