შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა. დაკავებულია ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, 15 დეკემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, თანასოფლელს იარაღის მუქარით ავტომობილი გასტაცა და ქობულეთის მიმართულებით გაემართა, სადაც მისი ნაცნობი წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა და მიიმალა. დანაშაული 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
