ეპიდვითარება საქართველოში - 3 487 ახალი შემთხვევა
ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების ეფექტი, დღეს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეაფასა. ეპიდემიოლოგები ფრთხილ ოპტიმიზმზე აკეთებენ აქცენტს, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ ვითარების შედარებითი სტაბილიზაცია დამშვიდების საფუძველი არ უნდა გახდეს. სახელმწიფო კი დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდოს.
