მიწის ნაკვეთების უკანონოდ მითვისება - რას იკვლევს მერია
აფრიკის დასახლებაში მიწის ნაკვეთების უკანონოდ მითვისების ფაქტებზე თბილისის მერია მოკვლევას იწყებს. არ არის გამორიცხული. საქმე თაღლითურ სქემასთანაც გვქონდეს. კახა კალაძემ გაასაჯაროვა ინფორმაცია იმ მოქალაქეების ქონების შესახებ, რომლებმაც აფრიკის დასახლებაში მიწის ნაკვეთები უკანონოდ დაისაკუთრეს. თბილისის მერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მხოლოდ იმ ობიექტების დემონტაჟი განხორციელდა, სადაც არავინ ცხოვრობდა.
