ბიუროს სხდომა
პირველი რეზოლუცია, რომელსაც მეათე მოწვევის პარლამენტი დაამტკიცებს, ქვეყნის საგარეო კურსს ეხება. საქართველოს უმთავრესი საგარეო-პოლიტიკური ამოცანაა ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი გზითა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უალტერნატივო პრიორიტეტებად რჩება. ამასთან, ხელისუფლების მიზანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და მოკავშირესთან, ურთიერთობების გაღრმავება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესაბამისად.
