კანონპროექტი ''ამნისტიის შესახებ''
მმართველი პარტიის ერთ-ერთი პირველი საკანონმდებლო ინიციატივა მეათე მოწვევის პარლამენტში უკვე რეგისტრირებულია. კანონის მოქმედება 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებს ეხება და ვრცელდება მათზე, ვინც ეს ქმედება მიმდინარე წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინა. ინიციატივა არ ეხება მაგ.: მკვლელობას და ოჯახში ძალადობას, ნარკოტიკების გასაღებას. ამას გარდა, კანონში გათვალისწინებულია გარკვეული დათქმებიც.
