ეპიდვითარება საქართველოში
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას შეფასებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების მცირედი სტაბილიზაციის ტენდენცია აღინიშნება. მისი განმარტებით, შეზღუდვები კოვიდ სტატისტიკაზე უკვე აისახა, თუმცა მიმდინარე კვირა დაკვირვების თვალსაზრისით იქნება მნიშვნელოვანი და ეპიდვითარების მართვის გეგმა, მათ შორის რეგულაციების მხრივ, დამოკიდებული იქნება სწორედ იმაზე, თუ რა დინამიკა შენარჩუნდება.
