ოლეგ დეინეკას ჟურნალისტური გამოძიება
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგების პარალელური დათვლის დროს არსებული უზუსტობა უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „ნოვინი უკრაინის“ დირექტორის ინტერესის საგანი გახდა. მან მიხეილ სააკაშვილის საქმიანობაზე პრესკონფერენცია გამართა, კერძოდ, საუბრის თემა იყო საქართველოდან გაქცეული პრეზიდენტის უკრაინულ-ქართული მაქინაციები . სააგენტოს დირექტორმა ოლეგ დეინეკამ განაცხადა, რომ 1 წლის განმავლობაში ჟურნალისტური გამოძიება ჩატარდა მიხეილ სააკაშვილის საქმიანობაზე, რის ფარგლებშიც გამოვლინდა მისი ფარისევლური ქმედების დამამტკიცებელი ფაქტები.
