საახალწლო ღონისძიებები თბილისში
დედაქალაქის მერმა დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა საახალწლო ღონისძიებაზეც. კახა კალაძის განცხადებით, პანდემიის რთულ პირობებში ერთობა და საზეიმო განწყობა საზოგადოებას ჰაერივით სჭირდება. საახალწლო კონცერტი, რომელიც მაყურებლის გარეშე ჩატარდება, მერია ნახევარ მილიონამდე ლარს დახარჯავს.
