თბილისის მერის მხარდასაჭერად განცხადება გაავრცელა პარლამენტის თავმჯდომარემ
თბილისის მერის მხარდასაჭერად განცხადება გაავრცელა პარლამენტის თავმჯდომარემ: „ ისეთი ადამიანებისგან მოვისმინე თბილისის მერის კრიტიკა, რომელთაც ჩვენს საზოგადოებაში ობიექტურობის, კანონის უზენაესობის და სამართლიანობის ვერდიქტზე აქვთ პრეტენზია, სინამდვილეში კი დიდი მონდომებით შეუწყვეს ხელი დეზინფორმაციის გავრცელებას და მერზე შეტევას მაშინ, როცა მშვენივრად იცოდნენ კახა კალაძის მიერ აღდგენილ პროექტებზე..." - წერს არჩილ თალაკვაძე. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ამ ადამიანებმა იციან, რომ ათასობით ოჯახს, ბინები და სახლები, რომელიც წლების განმავლობაში სადავო იყო, სამართლიანად სწორედ კალაძემ გაუფორმა საკუთრებაში.
