ახალი წლის პერიოდში საზოგადოებას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს ეკონომიკის მინისტრი
ახალი წლის პერიოდში საზოგადოებას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს ეკონომიკის მინისტრი. ნათია თურნავას განცხადებით, სათხილამურო კურორტებზე შეჩერებულია ნებისმიერი სასტუმროს და საბაგიროების მუშაობა, თუმცა ვერავინ გააკონტროლებს სახლების და კოტეჯების გაქირავებას, სწორედ ამიტომ მობილობის შესამცირებლად ამ შემთხვევაში მოქალაქეობრივი თვითშეგნება მნიშვნელოვანია.
