საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების მცირედი სტაბილიზაციის ტენდენცია აღინიშნება
"საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების მცირედი სტაბილიზაციის ტენდენცია აღინიშნება" - ეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის შეფასებაა. თამარ გაბანიას განმარტებით, შეზღუდვები კოვიდ სტატისტიკაზე უკვე აისახა, თუმცა მიმდინარე კვირა დაკვირვების თვალსაზრისით იქნება მნიშვნელოვანი. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეპიდვითარების მართვის გეგმა, მათ შორის რეგულაციების მხრივ, დამოკიდებული იქნება სწორედ იმაზე, თუ რა დინამიკა იქნება მიმდინარე კვირაში.
