დეპუტატის მანდატზე უარი არ თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასულმა ირაკლი ჩავლეიშვილმა, რომელიც გუნდელების მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა
დეპუტატის მანდატზე უარი არ თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასულმა ირაკლი ჩავლეიშვილმა, რომელიც გუნდელების მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს დღეს სუსის აგენტი უწოდეს და მისი მოსყიდვა ან დაშინებაც არ გამორიცხეს. ირაკლი ჩავლეიშვილი გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი რესპუბლიკური პარტიის წევრია, როგორც ჩანს მისი გადაწყვეტილება საბჭში შესვლაზე მისი პარტიისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. მე აქვე გეტყვით, რომ დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლაზე გუშინ დაწერა. თქვა, რომ მისთვის მიუღებელია ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების დაუმსახურებელი და დაუფიქრებელი კრიტიკა. ამასთა სოციალურ ქსელშ განმარტა, რომ მისი ხედვა, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, რესპუბლიკელების პოზიციისგან განსხვავებულია, ამიტომ იძულებულია პარტია დატოვოს.
