ლევან დავითაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის საქმიანობის წლიურ ანგარიშს წარადგენს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ლევან დავითაშვილი სამინისტროს 2020 წლის ანგარიშს წარადგენს. „ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2020 წელი განსაკუთრებული იყო ჩვენი ქვეყნის და მთელი მსოფლიოს ცხოვრებაში. ის იყო არაორდინალური და შესაბამისად არაორდინალური დღის წესრიგი შექმნა ყველასთვის, ყველა უწყებისთვის, მათ შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის. ამიტომ, კოვიდიდან გამომდინარე გამოწვევები ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი ანგარიშის. ჩვენი სამინისტროს მანდატი განისაზღვრა პრემიერ-მინისტრის მიერ და იმ საკოორდინაციო საბჭოს მიერ, რომლის წევრიც ჩვენი სამინისტრო არის. ჩვენი სამინისტრო პასუხისმგებელი იყო ლოჯისტიკაზე და მარაგებით ქვეყნის უზრუნველყოფაზე“, - განაცხადა დავითაშვილმა პრეზენტაციის დასაწყიში.
